ფრანგი ექსპერტის ვიზიტი

9 ოქტომბერი 2018

ადვოკატთა ასოციაციაში ევროკავშირისა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ფრანგი ექსპერტი, ადვოკატთა რეგიონალური სკოლის პრეზიდენტი ანნ კადიო ფედი იმყოფება.

 

ვიზიტის მიზანია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში დანერგილი პროფესიაში შესვლისა და განგრძობადი იურიდიული დახმარების ახალი სისტემის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ასოციაციის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელ მდივანთან და საგანმანათლებლო საბჭოსთან.

 

ქალბატონი კადიო ფედი ტრენერ მენტორებსა და სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს  ჩაუტარებს ტრენინგს თემაზე: ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგია და სასწავლო პროცესების მართვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი